სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. ყველას, პირველ რიგში კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება ცალკეულ მიკერძოებულ ტელევიზიებში გასულ სიუჟეტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით, რაც უწყების განმარტებით, დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 23 და 24 მაისს,ღამის საათებში, კერძოდ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად კატარში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
განსახილველ საკითხთა შორის იყო განკარგულება, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“, რომლის მიხედვით, 337 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 342 საცხოვრებელი ფართი.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება საჭირო არ არის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია, რომელიც ახლა მოითხოვს ამას, თავის დროზე ქვეყანაში რუსი ტურისტების ჩამოსვლას მიესალმებოდა.
ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების - კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილისა და სხვათა დახვრეტიდან 100 წელი გავიდა.
„ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციას რამენაირად ხელი შეუშალონ და ჩაშალონ გადაწყვეტილებები სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის გამიზნულად შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
GUARDIAN.GE - „საქართველო ჩემი ქვეყანაა, ჩემი სამშობლოა. მე დავიბადე, გავიზარდე, ვცხოვრობ საქართველოში - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ ხანდოში. მთელი გულით მიყვარს ჩემი ქვეყანა, საქართველო“, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა ზოია ნაზარიანმა ქართულ ენაზე განუცხადა.
თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან ბოლო დღეების განმავლობაში ყვარელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ნებისმიერ რუსი ეროვნების მქონე ადამიანს აქვს საქართველოში ჩამოსვლის უფლება, თუ „ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ“ კანონს არ არღვევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.