მოლაპარაკებებისთვის სიტყვით მუდამ მზაობის შემდეგ, ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტთან დიალოგზე მოსვლა საყვირებით, რუსეთების ძახილით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“ განცხადება ავრცელებს.
ყაზახეთის პრემიერ მინისტრი ასკარ მამინი საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ „ფეისბუქზე“ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი მოწვევით გამართული შეხვედრისას მან დაინახა „ყველა პოლიტიკურ აქტორში დისკუსიის სურვილი, წინ წაწევა და ჩიხის გარღვევა მოხდეს“.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება დიალოგის გაგრძელებაზე და მას ექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და შემდგომ ნაბიჯებზე საზოგადოებას თავიანთ პოზიციას აცნობებენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მოლაპარკებას ალტერნატივა არ აქვს და ის უნდა გაგრძელდეს. აღნიშნული განცხადება მიშელმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი - აღნიშნულოი შეხვედრის ინიციატორი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესწრებიან.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდებას მხარეებს შორის დიალოგის გამართვის შესახებ და განაცხადა, რომ მზად არის, დღეს ოპოზიციასთან შეხვედრა გამართოს.
ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 2.5 მილიონი ევროს მულტისავალუტო რესურსს ამატებს და მის მთლიან მოცულობას 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის.
ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა დრო, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ, პოლიტიკური დიალოგის დროა, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.