ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა მოხდეს სიტუაციის განეიტრალება, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად „დემოკრატ“ ჯო ბაიდენის გახდომის შემდეგ საჯაროდ პირველად წარმოთქმულ სიტყვაში, ფლორიდაში, კონსერვატიულ კონფერენციაზე, განაცხადა, რომ მას არ აქვს ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გეგმები, რაც „რესპუბლიკური პარტიის“ ხმების დაყოფას გამოიწვევდა, თუმცა მინიშნება გააკეთა, რომ შესაძლოა, 2024 წელს კვლავ იბრძოლოს თეთრი სახლის დასაკავებლად.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვია. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დახვდნენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე მასშტაბურ აქციას ვიდეომიმართვით ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე არც ერთი ჰესი არ შენდება.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია იმართება ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც სოფელ ნამოხვანის მოსახლეობასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოქალაქეები არიან შეკრებილი და გიგანტური ჰესის მშენებლობას პროტესტს უცხადებენ.
პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება გარდაუვალია, რაც იმის საწინდარი გახდება, რომ საქართველოში დაუყოვნებლივ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ბურჭულაძეს პროგნოზით, „ქართული ოცნება“ დაახლოებით ხმების 23-დან 28%-მდე აიღებს მხოლოდ.
მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო. 8 კვირის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეს ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამი სულ 31 ადამიანს დაუდასტურდა და ქვეყანაში ამ შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
„არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ალბათ ჯობია ვთქვა. გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ, საჯაროდ დამიცვა. ეს ერთი მაგალითია, ბევრმა სხვა ყოფილმა ქოცმა, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე. და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში - გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ.:
ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.