GUARDIAN.GE - 2015 წელს, ქალაქ რუსთავიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის პოზიციაზე მისულ ნინო ნადაშვილს ერთი წელი სოფლად ცხოვრება მოუწია. ამ დროს გაიცნო ყველაზე კარგად აზერბაიჯანელები და აქ ცხოვრებამ მასში ბავშვობისა და შემდგომი წლების სტერეოტიპები მთლიანად დაამსხვრია. შეისწავლა აზერბაიჯანული ენა, გაეცნო მათ კულტურას, ცხოვრების წესს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რელიგიური თუ ეროვნული განსხვავებულობის მიუხედავად, ადამიანები ერთნაირები არიან თავიანთი ავ-კარგით, მისწრაფებებით, სურვილებით, სიხარულითა თუ ტკივილით.
ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
GUARDIAN.GE - ჯოზეფ ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ისევ კამალა ჰარისი, ხოლო საარჩევნო კამპანიის მენეჯერი თეთრი სახლის მთავარი მრჩეველი ჯული ჩავეს როდრიგესი, „დემოკრატების“ დიდი ხნის განმავლობაში გვერდში მდგომი კადრი იქნება.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას“.
ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში ბორტოპერატორის კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა. შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, გადაყვანილი არიან სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მე მინდა ასევე ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, თუ რა პოლიტიკას ვახორციელებთ ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი, რომ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ და ა.შ ჩვენ 465 მლნ ლარი გამოვყავით წელს, იმისთვის, რომ ყოველ სოციალურად დაუცველ ბავშვს, 223 000 ბავშვს, თვეში, ყოველ თვე ვაძლევთ 200 ლარს, 200-ლარიან დახმარებას. ამისთვის გამოყოფილი არის 465 მლნ ლარი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.