სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია დანიშნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ქალაქების და კურორტების განვითარების მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას ვიწყებთ, რომელიც 5-წლიანი იქნება და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოს მას რამე კავშირი აქვს ე.წ. მილტონ ჯგუფთან ან მასთან დაკავშირებული ქსელის საქმიანობასთან და ბრიტანული სამართლებრივი სისტემის პროცედურების სრული გავლით დაამტკიცებს საერთაშორისო მედიაში გასული ბრალდებების უსაფუძვლობას, რის შემდეგაც „მორალურად წელგამართული“ განაგრძობს „თავისუფალი მედიის მხარდაჭერასაც და ყველა იმ ჯგუფის დახმარებასაც, რომელსაც სურვილი ექნება, თავი საბოლოოდ დავაღწიოთ რუსულ ჭაობს“.
24 აპრილიდან დედაქალაქის ქუჩების ინტენსიური დასუფთავება დაიწყება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით ისაუბრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მელია აცხადებს, რომ თბილისში ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, რომელიც „წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ“ დადგა დღის წესრიგში, რამაც, მელიას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „პრაქტიკულად ორად გაყო“ და პარტიის ძალიან ბევრი წევრი პარტიის კარს მიღმა აღმოჩნდა.
BBC-ის სტატიას თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გამოეხმაურა ჯუანშერ ბურჭულაძე და აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან.
„დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება. რა თქმა უნდა, ეს კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.