საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის განახლებული შენობა დაათვალიერა. მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ბესიკ ტეფნაძემ სტუმრებს მიმდინარე სიახლეები გააცნო და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უკვე შვიდი საათია დიდთოვლობის გამო, გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან.
ზაზა გახელაძის დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0041 პუნქტით გაუფასურდა.
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის თემაზე მერიის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა და განაცხადა, რომ მერია ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს.
არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პროკურატურის განცხადების საპასუხოდ.
ზაზა გახელაძესთვის უკანონოდ ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და „უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების გამო, 12 წელზე მეტი ვადით გაახანგრძლივონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძეს პატიმრობა“.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკას,“ რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა რიონის მთელი ხეობა, სიმართლეს არ შეესაბამება და დაძაბულობის შექმნას ემსახურება.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძესთვის 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობის შეფარდებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებით ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.