1918-1920 წლებში დამოუკიდებელ საქართველოსა და დამოუკიდებელ აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხები მოლაპარაკებების დროს დელიკატურად გვერდზე იწეოდა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 227 თბილისში, 83 იმერეთში, 60 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია პროკურატურაში დაიბარეს, რისი მიზეზიც მის მიერ გადაუხდელი გირაო გახდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას აგრძელებს. ამ მიზნით რეგისტრაციის მსურველი საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგისტრაციის პუნქტებს მიმართავენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას ეკითხება: „მართალია, რომ 99 წლით გაასხვისეთ რიონის ხეობის დიდი ნაწილი?“
ცხადია, რომ ყველა კარგად არ იცნობს დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის გეოგრაფიას. ამით სარგებლობს ადამიანების ერთი ნაწილი და მავნებლურად მანიპულირებს დავითგარეჯას კომპლექსში შემავალი დასახელებებით, რათა ტყუილი სურათი შექმნას და დახატოს.
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს ათეულობით ქალაქის ღირშესანიშნაობების მსგავსად, დღეს თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯ და ნარინჯისფერებში განათდა.
თბილისის მერია კვების ობიექტებს საკუთრების წინ არსებულ ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს. კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტმა რიგი ღონისძიების გატარება პანდემიის პირველივე დღეებიდან დაიწყო. თბილისის მერიას ღია კაფის მოწყობასთან დაკავშირებით ამ დროისთვის 200-მდე იჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. აღნიშნულ მეიჯარეებზე მოქმედებს შეღავათი, რაც იჯარისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.