სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დავანგრიეთ რუსული ნარატივი იმის შესახებ, თითქოს ჩვენ თავს დავეცით ცხინვალს, ეთნიკურად ჩვენს ოს თანამოქალაქეებს უჩნდებათ საერთაშორისო სამართლით თვითგამორკვევის უფლება,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძემ პარტია „ლელო“ დატოვა და ამის მიზეზად ხედვებში „გარკვეული განსხვავება“ და „მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნა, გაგვესტუმრებინა „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების გარეშე“, შეუსრულებლობა დაასახელა.
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, აგვისტომის ომის საქმზე სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
კანონპროექტები, რომლებიც უკავშირდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას და შესაბამისად, კულტურის სამინისტროს შექმნას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება განხილული, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ და დაამატა, რომ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნით კულტურის სფეროს საქართველოში დიდი პერსპექტივა გაუჩნდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის გენერალური პროკურატურის მიერ მიცემული ერთკვირიანი ვადა 100 000 ლარამდე გაზრდილი გირაოს გადახდის თაობაზე, რამდენიმე დღეში იწურება, თუმცა მელია არ აპირებს აღნიშნული თანხის გადახდას.
სააკაშვილს, ერთადერთი მას ჰქონდა ძალაუფლების დაბრუნების წყურვილი. შესაბამისად, ძალაუფლებას ვერ იბრუნებს და მისი პარტიის შესვლა პარლამენტში მის ინტერესში ამიტომ არ შედის, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და, ამავდროულად, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მაია მენაღარიშვილის განცხადებით, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა იგეგმება.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში - კონტროლირებად ტერიტორიაზე - ჩატარდა 6 593 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 736 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია www.stopcov.ge -ზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.