საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0034 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აბდულა ალ-მუტაირთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მზარდი დინამიკა დადებითად შეაფასა.
ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
15 თებერვლიდან საქართველოში კვების ობიექტები ღის სივრცეში მუშაობას განაახლებენ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 243 თბილისში, 98 იმერეთში, 58 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ, დავამთავრე ეს საკითხი ერთი თვის წინ, როდესაც განცხადება დავწერე და მანდატზე უარი ვთქვი, – ამის შესახებ „მეტი თავისუფლება-გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს.
დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ვახტანგ ბაბუნაშვილი - ფინანსური დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და დავით აბაშიძე - რისკების დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდნენ მმართველ გუნდს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.