კოვიდ 19-ის პერიოდში არსებული გამოწვევები, პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან რეაგირების პროცესში გადადგმული ნაბიჯები, 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგები და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა იყო მთავარი საკითხები, რაც ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-14 სხდომაზე განიხილეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო პირველი თებერვლიდან, „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს და მოქალაქეებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.
მე რომ ვიყო ივერი მელაშვილის ადვოკატი, მივაცილებდი მას საპატიმროდან სახლში და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ განაჩენის დადგომამდე ის მედიასთან არ გამოჩენილიყო, ციხის დატოვების შემდეგ მან აჩვენა, რისთვის იღწვოდა, როგორც მომლაპარაკებელი, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 253 თბილისში, 139 იმერეთში, 72 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს, ანდრიუს კალინდრას უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს საპატრიარქო ვალერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.
მალე შევხვდები ხელისუფლებას, დაველაპარაკები და ჩემს პოზიციას გავაცნობ, თუ როგორ წარმომიდგენია განვითარება, როგორ უნდა შევიყვანოთ ოპოზიცია პარლამენტში, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.