29 იანვარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იმამურა აკირასთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
„ბევრი ზარია ჟურნალისტების მხრიდან. გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს, იგი არც კორონათი დაავადებულა“, - აღნიშნულ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კოვიდის ორი სრული ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება საქართველოში უპირობოდ შემოსვლა, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 იანვარი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0031 პუნქტით გაუფასურდა.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი შეიმუშავა, რომელიც 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება.
რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების გარემო და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ასპექტები - ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის ძალების მეთაურებმა ბრიუსელში, ნატოს სამხედრო კომიტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოში იაპონიის საელჩომ 4 ახალი, მაღალი გამავლობისა და ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მინიმუმამდეა დაყვანილი იმ საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზეც სტრასბურგის სასამართლომ კითხვით მიმართა საქართველოს. კერძოდ, 2020 წელს სასამართლომ მხოლოდ 7 საქმეზე მიმართა კითხვით საქართველოს მთავრობას, რაც ევროსაბჭოს წევრობის პერიოდში რეკორდულად მცირე მაჩვენებელია. შედარებისთვის: 2009-2011 წლებში, საშუალოდ, 45-50 საქმე იგზავნებოდა საპასუხოდ, ხოლო 2017-2019 წლებში – 15-25.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.