საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს უმასპინძლა და მასთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0024 პუნქტით გაუფასურდა.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დავით გარეჯზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტირებისას თქვა, რომ სააკაშვილის მაშინდელი განცხადება ქვეყნისთვის საზიანოა და ამ განცხადების ანალიზით „ნათლად ჩანს, მას იმედი აქვს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ელემენტარულად არ იცის, რაზე ლაპარაკობს“.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მოაწერეს.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 805 ფაქტი გამოვლინდა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებას არ გეგმავს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და განმარტა, თუ რას დაეფუძნა მმართელი პარტიის ეს გადაწყვეტილება.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილით მიმართეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირებულ პარტნიორებთან გაღრმავებული თანამშრომლობის შესახებ.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 339 თბილისში, 158 იმერეთში, 85 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.