COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დღეს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ მებაჟის დღეს. მოგეხსენებათ, საქართველოს საბაჟო ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, ეს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო, აქტიურად იყო ჩართული, გარდა იმისა, რომ ისინი საქართველოს ეკონომიკურ საზღვრებს ღირსეულად იცავდნენ, ეხმარებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ისევე როგორც ეკონომიკურ აქტორებს ეპიდემიის, პანდემიის პირობებშიც ნორმალურად გაეგრძელებინათ ფუნქციონირება და მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პროცენტული მაჩვენებელი იმისა, თუ მოსახლეობის რა ნაწილია თანახმა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროს, მერყევია, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობაა და ამასთან ერთად, მოსახლეობა ვაქცინაციის შესახებ სათანადოდ ინფორმირებული არ არის.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 იანვარი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0032 პუნქტით გამყარდა.
„მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ 1 თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის, სკოლები მუშაობას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ“ - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სასწავლო პროცესისთვის, ბუნებრივი გარემო სწორედ საკლასო ოთახია. რაც შეეხება დიდი ქალაქების - თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, მინისტრის თქმით, გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში 1 მარტს მოხდება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება, თუმცა მათი გახსნა, პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან.
საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ მოხსენებაში უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ელოდა, ვიდრე ეს სესიაზე გაჟღერდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.