საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლება, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე.

სრულად...

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. განხილვის ვადა, როცა საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უნდა განიხილოს და ბიუროს გადასცეს, იწურება. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ზუსტად ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ის ხალხმა აირჩია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

სრულად...

საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია.

სრულად...

როგორია თქვენი მოლოდინები ახალ პარლამენტთან დაკავშირებით - ეს კითხვა დაუსვა NDI-მ საქართველოს 2 ათასზე მეტ მოქალაქეს. გამოკითხულთა 41%-მა უპასუხა, რომ ფიქრობს, ახალი პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს, 32%-მა განაცხადა, რომ ამ მოლოდინს არ ეთანხმება, 27%-ს კი აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

სრულად...

2021 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის ჯამურმა აქტივებმა 56.9 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 966.9 მილიონით მეტია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აქტივების ზრდამ 1,73% შეადგინა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი ეს ზრდა 2.30% იყო. აქტივების ზრდა ძირითადად დეპოზიტების ერთ მილიარდიანმა მატებამ განაპირობა. ამასთან, გასული თვის განმავლობაში ბანკების სასესხო პორტფელის ზომა 858 მილიონით გაიზარდა.

 

სრულად...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პანდემია.

 

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებში.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრაზე, რეგიონში ბოლო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით მომხდარ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 იანვარი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი