საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ, მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული მოქალაქისადმი, ვინც იმ გმირულ დღეებში ერთსულოვნებით, თავდადებითა და თანადგომით განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მომავალი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.
საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ახალციხესა და ვაზიანში გარბენი გაიმართა. აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ახალციხეში, ხოლო მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანში 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას სკვერის მოწყობის თაობაზე, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები განიხილავენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა.
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე
ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი
სწავლებით დაასრულა. სიმულაციური სცენარის მიხედვით მოეწყო თავდაცვითი პოზიციები,
განხორციელდა რეიდი, მოხდა პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნება და მნიშვნელოვანი
ადგილმდებარეობის შენარჩუნება. სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე,
გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი
ზურაბ ხვიჩია და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ.
ყველანი დავდგეთ ერთად, როგორც მაშინ, იმ 9 აპრილს, საქართველოს და საკუთარი თავისუფლების გადასარჩენად“, - მოუწოდებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების ოპონენტებს. მისი შეფასებით, ამერიკამ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებით „მხარი დაუჭირა მარტში ჩვენს ბრძოლას. ამიტომ, თუ ბევრად მძლავრად გამოვალთ, მხარდაჭერაც ერთიათად გაძლიერდება“.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები, არსებული პოლიტიკური გარემო, საპარლამენტო ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები და უკანასკნელ პერიოდში საქართველოს შესახებ აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
ბუნებრივია, ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ასევე ვისაუბრეთ რთულ ვითარებაზე, რომელიც არის უკრაინაში ომის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას, ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, მიუღებელს უწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.