საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში 2020 წლის 21 დეკემბერს მომხდარ ც.ა.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, ვ.ზ.-ს, რომელსაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობასა და განსაცდელში მიტოვების მუხლით ედებოდა ბრალი, ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები.
„ქართული ოცნების“ გუნდის საკმაოდ მძლავრი გუნდია, რომელსაც შეუძლია გამოწვევებს დაუპირისპირდეს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველა სახის შეზღუდული სერვისი პირველი თებერვლიდან განაგრძობს ფუნქციონირებას, – ნათქვამია შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.
ასოცირების ხელშეკრულებამ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ განსაზღვრა ჩვენი ახლებური, ევროპული განვითარების დღის წესრიგი, რაც დიდ წილად სოფლის მეურნეობის განვითარებასაც გულისხმობს. ჩვენ შევიმუშავეთ სოფლის მეურნეობის განვითარების პირველი სტრატეგია, შემდგომ უკვე სოფლის განვითარების სტრატეგია, რაც უფრო მეტად სოფლის ეკონომიკის ხელშეწყობას გულისხმობს. დღეს უკვე გვაქვს ახალი დოკუმენტი, რომელიც 2021-2027 წლების სოფლის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. თანმიმდევრულობა შედეგებში აისახა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის ავადმყოფური ფსიქიკა, ინტელექტუალური დაუძლურება, პიროვნული ღირსების დაკარგვა, პატრონყმური მენტალობის დონეზე გაჩხერა აშკარად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის განცხადებასთან დამოკიდებულებაში...
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
დღემდე არსებობს პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფაქტობრივად უპროცენტო ან მინიმალური პროცენტით დაფინანსებას გულისხმობს სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებით, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
GUARDIAN.GE - 6 იანვარს, აშშ-ის კონგრესზე განხორციელებული თავდასხმის გამო „დემოკრატების“ მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება ძალებს უფრო მეტად იკრებს და ამ პროცესში წარმომადგენელთა პალატის მესამე, ყველაზე წამყვანი წევრი, „რესპუბლიკელი“ ლიზ ჩეინი ერთვება, რომელიც ამბობს, რომ ტრამპის იმპიჩმენტს მისცემს ხმას.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 750 თბილისში, 234 იმერეთში, 126 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.