ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ასევე რუმინეთის, უნგრეთისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები, ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, სომხური ეკლესიის მრევლს შობას და ნათლისღებას ულოცავს.
სლოვენიიის პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ ზორჩიჩმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ანდრეი ბაბიში საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0073 პუნქტით გამყარდა.
საქართველოში სეზონურ გრიპზე 211 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ტყის და მინდვრის ხანძრების ქრობას. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია 11 კერა, სადაც გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შესატანად ემზადება. აღნიშნულის შესახებ პრემიერი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე წერს.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის იანვრის გამოცემის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა ექვსი პროცენტით შემცირდება. 2021 წლიდან ეკონომიკის აღდგენა დაიწყება და წლის ბოლოსთვის ზრდა ოთხ პროცენტს მიაღწევს. 2022 წელს კი, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა ექვსი პროცენტით გაიზრდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.