კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 735 თბილისში, 331 იმერეთში, 151 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა , – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება. ახალი წლის ღამის მსგავსად, შობის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.
ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა“, - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამადლობელ წერილში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძებნილი პირი - 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
ბიზნესმენები, რომლებმაც განაცხადეს, რომ შევლენ პარლამენტში, არ იყვნენ ჩვენი პარტიის წევრები, პარტიის წევრი იყო მხოლოდ ფრიდონ ინჯია, რომელმაც დაწერა განცხადება, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ დადნეგნილების პროექტი 80 ხმით დაამტკიცა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ბექა ძამაშვილი დაინიშნა. 2016 წლიდან დღემდე ის – იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის, მანამდე კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. დღეიდან ბექა ძამაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში კურირებას გაუწევს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას საერთშორისო მიმართულებებით.
მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, წელს ალილო სახეცვლილად ჩატარდება, – ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.