„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, იქნება ეს ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე თუ 12 პუნქტის შესრულება, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული იქნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პროკურატურამ, ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობისა და ჩატარებული გამოძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დაიწყო.
საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
პარლამენტის წევრი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ფულის შემოდინება კარგი ამბავია, რადგან „ამ ფულის საკმაო ნაწილი ქვეყნის განვითარებას და ლარის სტაბილურობას ემსახურება“.
ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში, პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა.
GUARDIAN.GE - ისრაელში სიმშვიდე ისადგურებს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების კანონპროექტის განხილვას მომდევნო საპარლამენტო სესიამდე შეაჩერებს, რათა თავიდან აიცილოს „ჩვენს ხალხს შორის რღვევა“.
შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, მისი სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, გრცხვენოდეთ უნდა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებს გასული წლის ანგარიში წარუდგინა და მიმდინარე წლის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, რომლებიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებები და ამ მიზნით განხორციელებული რეფორმები.
„რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს. შესაბამისად, 31 მარტს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.