პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე „მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან უხეში მცდელობა“ უწოდა და თქვა, რომ „ეს კატეგორიულად მიუღებელია“.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილების მაქსიმალურად კომპაქტური, იურიდიულ-დიპლომატიური შეჯამება რომ გავაკეთოთ:
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის მიმართ, მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის გამო, სანქციების დაწესების შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი ჟურნალისტის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
თბილისის მერია აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მასშტაბური პროექტის განხორციელება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ დაიწყება.
GUARDIAN.GE - ნიუ იორკის სასამართლო სხდომიდან ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა უამრავი მხარდამჭერის გარემოცვაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ დაიცვა ამერიკა მათგან, ვინც ქვეყნის განადგურებას ცდილობდა.
GUARDIAN.GE - დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში სასამართლო სხდომის დროს 34 მუხლით წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება არ აღიარა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი 2016 წლის არჩევნების დროს ჩანაწერების ფალსიფიკაციაშია ბრალდებული, რითაც მან, პროკურატურის მტკიცებით, საზიანო ინფორმაცია დამალა.
პარლამენტის წევრები გივი მიქანაძე და პაატა კვიჟინაძე საპარლამენტო საქმიანობას ახალი პოზიციებიდან გააგრძელებენ.
პარლამენტში საქმიანობას ხუთი ახალი დეპუტატი გააგრძელებს. მათი უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტის წევრებმა დადგენილების პროექტით მხარი დაუჭირეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.