საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
თქვენ დღეს დაგვიანონსეთ, რომ არაფორმალურად იგეგმება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, პირდაპირ გვითხარით, რომ არ გვექნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა გაწერილი მანამდე, სანამ ომი არ დასრულდება უკრაინაში, რაც მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ არ ხართ დარწმუნებული, ვინ მოიგებს ამ ომს, მაშინ, როდესაც სრულიად დასავლეთი შეთანხმებულია და გაერთიანებული, რომ უკრაინა იცავს თავის სუვერენიტეტს და თქვენ ხედავთ, მათ შორის, რესურსებს და ძალისხმევას, რომელიც ამ მხრივ არის გადადგმული, – მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რაც მოხდა 7-8 მარტს, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის არ იქნა მოცემული სტატუსი, დავიწყეთ, პარლამენტში შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და უმოკლეს ვადებში შესრულდა ყველა ის ვალდებულება, რომლის შესრულებაც შესაძლებელი იყო იმ მოკლე ვადებში. შემდეგ, რა თქმა უნდა, რამდენიმე კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, ახლა მივიღეთ, პარლამენტი ამის შესაბამის ცვლილებებს განხორციელებს და ჩვენი მხრიდან ყველა სამუშაო იქნება დასრულებული, მეგობრებო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
გახსოვთ, რომ მაშინ ძალიან ბევრი სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები გამოდიოდნენ და მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ ჩართულიყვნენ ომში და სხვა ფორმით გამოეხატათ სოლიდარობა, მხარდაჭერა, ჰუმანიტარული დახმარება. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია და გეგმა, შეთქმულების ნაწილი იმისა, რაც მე უკვე მოგახსენეთ, რომ მომხდარიყო საქართველოს პროვოცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მინდა შეგახსენოთ ასევე შემდეგი ფაქტი. 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაკავებულ იქნა უკანონოდ შემოსული, შემოპარებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ე.წ. მეორე რევოლუციის მოხდენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კოორდინაციაში, თანხვედრაში მოდის „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან, მათ ზრახვებთან, გეგმებსა და ქმედებასთან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა, მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ და შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა. შეხვედრას საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.