„სენაკი ყოველთვის იყო საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი სამეგრელოში, ამიტომ, ისეთი პროექტები, როგორიც არის თეატრი, რომელიც აღდგენილია, თუმცა ჯერ არ გახსნილა, უნდა გაგრძელდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას, სენაკში.
ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. წლის ბოლომდე, სხვადასხვა ლოკაციაზე ბინებს 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს.
ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას ხობში წარდგენისას.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ვირუსის შემთხვევების ზრდა რეგულაციების შეუსრულებლობის შედეგია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა, დანარჩენი შემთხვევები კი ქვეყნის სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო ქვეყნის ჩაკეტვისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როცა ჯანდაცვის სექტორი ვეღარ შეძლებს კორონავირუსით ინფიცირებულების ადეკვატურ მართვას. აღნიშნულის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ „იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ გასხვისდა ეკონომიკური და სტრატეგიული ობიექტები „ნაციონალური მმართველობის“ დროს რუსულ კომპანიებზე, პასუხის ნაცვლად არხის დახურვის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ აღმაშენებელის გამზირიდან სამტრედიის ქუჩამდე მარში მოაწყო. მსვლელობაში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერებმა და თანამოაზრეებმა მიიღეს მონაწილეობა.
კორონავირუსით ინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.