საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "გრუ"-ს #74455 სამხედრო ერთეულის 6 მონაწილე ჩართული იყო რამდენიმე კიბერშეტევაში, მათ შორის საქარათველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ-თავდასხმაშიც.
საარჩევნო უბნებზე არავინ დაინფიცირდება, რადგან იქ დაცვის ყველა ზომაა მიღებული, რისკებს წინასაარჩევნო კამპანია შეიცავს, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, "კოვიდ19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე, როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომლის მიზანია უსაფუძვლო პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში, დედაქალაქში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე, შპს "ათონელის" კუთვნილ კვების ობიექტსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ "FELLERS"-ში იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო.
„კორონა ვირუსის პერიოდში ბანკების ვალის გამო ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრდა, 10 ათასობით ადამიანა დაკარგა სამუშაო ადგილები და მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკის და შიმშილის პირას დარჩა. ამ დროს ქვეყნაში არის ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლების მფარველობით, პანდემიის პირობებშიც ხელს ითბობენ და ახერხებენ გამდიდრებას. ამის მაგალითია „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ სახელმწიფო პროგრამის „საკრედიტო საგარანტიო სქემის“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარები,“ - განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ბრიფინგზე, სადაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ სავარაუდოდ არამიზნობრივად გაცემულ სახელმწიფო თანხებზე ისაუბრა.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფებს ეტაპობრივად ჩაუტარდებათ. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.