„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას, რასაც განსაკუთრებული დაფიქრება, მოთმინება და ანალიზი სჭირდება.
სომხეთმა განაცხადა, რომ მისი საბრძოლო თვითმფრინავი თურქეთის თვითმფრინავმა ჩამოაგდო. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომხეთის საჰაერო სივრცეში საბჭოთა წარმოების „SU-25“ თურქულმა „F-16“-მა ჩამოაგდო, რის შედეგადაც მფრინავი დაიღუპა. თურქეთმა, რომელიც მხარს უჭერს აზერბაიჯანს, უარყო სომხური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ევროკომისარ მარგარიტის სხინასს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (29 სექტემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0325 პუნქტით გამყარდა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტია „ლელოს“ ინიციატივას აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, კახა კოჟორიძემ, როგორც იურისტმა, უნდა იცოდეს, რომ იძულების შემცველი კანონპროექტი პარლამენტში არ უნდა შეიტანოს.
მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს თავისი ჯარები, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი, 34-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.