საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვრადია) I ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის ასეულის მეთაური და დივიზიონის წევრები.
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში, მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
საქართველოს მასშტაბით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 19 ოქტომბრიდან განახლდება, საბავშვო ბაღები კი აღსაზრდელებისთვის 12 ოქტომბრიდან გაიხსნება, აღნიშნული ცვლილებები არ შეეხება აჭარას, სადაც სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა, შესაბამისად, გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 სექტემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0129 პუნქტით გამყარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში არავითარი კოლაფსი არ არის შექმნილი და შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება.
საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა, არსებული ძველი საფრენი აპარატები განაახლა და მოახდინა პერსონალის მომზადება/გადამზადება. დაიწო დაზვერვის ქვედანაყოფების ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით დაკომპლექტება, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვედანაყოფების აღჭურვას თანამედროვე ტაქტიკური და ოპერატიული უპილოტო სადაზვერვო სისტემებით.
საქართველოში კორონავირუსს კიდევ 3 პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.