მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორი ჯესი სურმავა გერმანიაში ლევან კობიაშვილთან რამდენიმე დღე იმყოფებოდა. თუ რა შინაარსის იყოს ეს ვიზიტი და რა სამომავლო პროექტები განიხილეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ახალგაზრდა სპეციალისტმა, ამ თემაზე ჯესი სურმავამ “მსოფლიო სპორტთან” ისაუბრა.
26 მაისის სპორტულ ღონისძიებათა პროგრამა სიმონ საყვარელიძის სახელობის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში გაგრძელდა. სპორტის სასახლემ ფინალურ ტურს უმასპინძლა მინი ფეხბურთში.
უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 18 ივნისიდან დაიწყება. ბილეთები ინტერნეტით გაიყიდება და მათი ფასი 7, 15 და 30 ევრო იქნება. გულშემატკივარს, ბილეთების შეძენა biletebi.ge-ზე შეეძლება, სადაც მატჩზე დასასწრები 30 ათასი ბილეთი გაიყიდება.
27 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ასპინძის მუნიციპალიტეტის დასვენებისა და გართობის პარკში არსებულ ხელოვნურსაფარიან მინი სტადიონზე მინი-ფეხბურთში პირველობა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მოყვარული ფეხბურთელებისაგან შემდგარმა 19 -მა გუნდმა მიიღო.
ქართველმა მოჭადრაკეებმა ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულეს. ჩვენმა სპორტსმენებმა ბოლო, მე-9 ტურში მასპინძელთა გუნდი ანგარიშით 2,5-1,5 დაამარცხა და ოქროს მედლები დაისაკუთრა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანელებთან გამართული დღევანდელი მატჩი ანგარიშით 2-0 წააგეს.
„ბორჯღალოსნებმა“ ჩემპიონის ტიტული და ანთიმოზის თასი მეცხრედ შეინარჩუნეს. რაგბიში ევროპის ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ქართველმა ბორჯღალოსნებმა რუმინელი „მუხები“ ბუქარესტში ანგარიშით 15-6 დაამარცხეს.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შვიდკაცა რაგბიში ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრში ქვეითი, მექანიზირებული და საარტილერიო ბრიგადების, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ რაგბის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის დღეს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა. ბორჯღალოსნებმა რუსები 33-0 დაამარცხეს.
რუსეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის პირველი ნახევარი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.