„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა 14 მარტს მადრიდში გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. პორტუგალიაში 29:16 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ათი ცვლილებაა, მათგან ერთი ტრავმითაა გამოწვეული – ბექა საღინაძე გასულ შაბათს დაშავდა და ისვენებს, სხვა შემთხვევებში კი, მწვრთნელებმა როტაციის პრინციპით ისარგებლეს.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.
ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი მორაგბეები საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეულ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ იოსებ ტყემალაძეს ადამიანების დაშინებასა და ტერორში ადანაშაულებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ კნირშსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ გერმანულ მხარეს გაწეული პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო გაღრმავდება.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს. იგი ყრილობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ პირველ მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრებთან შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა - პორტუგალია - 16:27 - საქართველო.
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრებთან შეხვედრის პირველ ნახევარში 13:10 წააგო.
„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ის 32 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ოთხი თამაშისთვის მოემზადება.
საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრმა, არტიომ იორდანიანმა საერთაშორისო ტურნირ "სტრანჟა"-ზე მეორე ორთაბრძოლა წარმატებით დაასრულა.
დღეს, 24 თებერვალს ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებია ჩანიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.