საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სამი ცხენი შეიძინა. დღეს, ცხენები ფედერაციას მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ გადასცეს.
თბილისის მერიის მიერ ახლად აშენებულ საფეხბურთო მოედანზე „მასტერ ლიგის“ ტურნირი დაიწყო, რომელიც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდებს შორის მატჩით გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაში საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვები მონაწილეობდნენ. მატჩი, რომელშიც დედაქალაქის მერი კახა კალაძეც მონაწილეობდა, თბილისის მერიის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
რუსთავში 20 მლნ ლარის ღირებულების სპორტკომპლექსს ვაშენებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამ პროექტებს, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ, ყველა რეგიონში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ჩოგბურთის ყოფილი კორტების განვითარების კონცეფცია წარადგინა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია 2009 წელს კორპუსების მშენებლობის მიზნით იყო პრივატიზებული, თუმცა, მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა საკუთრებაში, შემდეგ კი სპორტული კომპლექსის განვითარების პირობით, ხელახალი პრივატიზება განახორციელა.
2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში გაიმართება, მას შემდეგ რაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მატჩის გამართვის უფლება ჩამოართვეს. გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას უკავშირდება.
გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
წელს ტარდება კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი 2022. 1-18 სექტემბერს თბილისი ევროპის 3 ქალაქთან (კიოლნი, პრაღა, მილანი) ერთად კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მშვილდოსნის, ოლიმპიური ჩემპიონის, ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო.
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრები 3:2 დაამარცხა და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძლეოსნის ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.