თელ-ავივში დასრულებულ გრანდ სლემზე დღეს საქართველოს სახელით ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა ტატამზე და ექვსივე მათგანი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ. მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა, რომელმაც ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი დაამარცხა, ფინალში რუსი ტამერლან ბაშაევი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ფრანგი სპეციალისტი, ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.
საჯარო რეესტრმა კიდევ ერთხელ განიხილა ირაკლი აბუსერიძის მიმართვა, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციას ითხოვს, თუმცა აბუსერიძეს ამჯერადაც უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე.
ვარლამ ლიპარტელიანი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია. ინფორმაციას ლიპარტელიანის Facebook-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას იმ საერთაშორისო პრესტიჟულ ტურნირებზე ისაუბრა, რომლის მასპინძლობის უფლებაც საქართველომ მოიპოვა.
საქართველო 2023 წელს, რუმინეთთან ერთად, უეფა-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულის ნაკრების „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის ირლანდიის წინააღმდეგ დასკვნით შეხვედრას, რომელიც ირლანდიელების გამარჯვებით - 23:10 დასრულდა, „Georgian Rugby“ ეხმაურება და აცხადებს, რომ „დღევანდელ მატჩში „ბორჯღალოსნები“ ბოლომდე დარჩნენ თამაშში“, რაც იმის ნიშანია, რომ „გუნდი აგრძელებს თამაშიდან-თამაშამდე ზრდას“.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ირლანდიის წინააღმდეგ გამართა. მატჩი ირლანდიელების გამარჯვებით, ანგარიშით 23-10 დასრულდა.
ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრა აუტსაიდერ „ენოსისს“ თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე მოუგო – მიზეზი ქართველი შემტევის ტრავმაა.
ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ფინეთთან სტუმრად 91:85 გამარჯვების შემდეგ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას კომენტარი ასეთი იყო:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.