დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ოფიციალურ შედეგებს წარადგენს და ჯო ბაიდენს გამარჯვებულად გამოაცხადებს.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ექვს მნიშვნელოვან თანამდებობაზე კანდიდატები წარადგინა და განაცხადა, რომ „ამერიკა დაბრუნდა და მზად არის გაუძღვეს მსოფლიოს, ნაცვლად იმისა, რომ განზე გადგეს მისგან“.
დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის აღიარებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს რეალობის უარყოფა არ გამოუვა, არჩევნებში დამარცხების აღიარებაზე უარის თქმა კი ქვეყნისთვის ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.
არჩევნები მე მოვიგე, – წერს აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
„მან მოიგო, რადგან არჩევნები გაყალბდა“, ეს პირველი განცხადებაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, რომელიც მისი კონკურენტის, ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვებას აღიარებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ტრამპი კვლავ დაჟინებით იმეორებს, რომ აშშ-ის 3 ნოემბრის არჩევნები გაყალბდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Facebook-ის გვერდზე თავისი მხარდამჭერების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „ყალბი ახალი ამბების ტელევიზიები არ აჩვენებენ ამ მასობრივ შეკრებებს“.
ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობაზე რონ კლაინის კანდიდატურა დაასახელა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში პირველადი შედეგების მიხედვით „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, მაგრამ მოქმედი „რესპუბლიკელი“პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას არ აღიარებს და არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. თუკი ტრამპმა სასამართლოს გზით ვერ მიაღწია თავის საწადელს, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება. თუმცა, როგორც ამას ტრამპის ყოფილი თანაშემწეები ვარაუდობენ, ეს შესაძლოა სულაც არ იყოს მისი პოლიტიკური ამბიციების დასასრული და მან უკვე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მოინდომოს კენჭისყრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.