(GUARDIAN.GE) - აშშ-ის ყოფილი „დემოკრატი“ სენატორი და ჯიმი კარტერის ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ მონდეილი, რომელმაც 1984 წელს საპრეზიდენტო არჩევნები „რესპუბლიკელ“ პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან ამ უკანასკნელის მეორე ვადით კენჭისყრისას წააგო, 19 აპრილს მინეაპოლისში, თავის სახლში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის მეგობარმა და წარმომადგენელმა გამოაცხადა, მაგრამ სპეციფიკური მიზეზი არ დაუსახელებია, იტყობინება „ვაშინგტონ პოსტი“.

სრულად...

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ხელი მოაწერა. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს ბაიდენის ადმინისტრაცია დგამს ნაბიჯებს, რათა დააკისროს საფასური რუსეთს მისი მთავრობისა და სადაზვერვო სამსახურების ქმედებებისთვის აშშ-ის სუვერენიტეტისა და ინტერესების წინააღმდეგ.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციებს ამზადებს და ეს იქნება ამერიკაზე კიბერ თავდასხმების, მათ შორის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო ჩარევის საპასუხო ნაბიჯი.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის საბოლოოდ გამოსვლის პროცესი 1-ელ მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება და ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც დაასრულებს ყველაზე ხანგრძლივ ომს.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა თეთრ სახლში შესვლის შემდეგ პირველად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი „მოლოდინია“, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ კენჭს იყრის. 78 წლის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი „ბედისწერის დიდი პატივისმცემელია“.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო ოფისმა 16 მარტს გამოაქვეყნა არაკლასიფიცირებული ანგარიში 2020 წლის არჩევნებზე ჩარევის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ზედამხედველობას უწევდა ფართომასშტაბიან ძალისხმევებს „ჩირქი მოსცხებოდა“ ჯო ბაიდენის კანდიდატურას.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ექიმმა ანტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მისი სურვილია ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოიყენოს თავისი წარმოუდგენლად დიდი პოპულარობა „რესპუბლიკელებს“ შორის, რათა დაარწმუნოს უფრო მეტი მისი მიმდევარი გაიკეთოს COVID-19-ის ვაქცინა.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად „დემოკრატ“ ჯო ბაიდენის გახდომის შემდეგ საჯაროდ პირველად წარმოთქმულ სიტყვაში, ფლორიდაში, კონსერვატიულ კონფერენციაზე, განაცხადა, რომ მას არ აქვს ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გეგმები, რაც „რესპუბლიკური პარტიის“ ხმების დაყოფას გამოიწვევდა, თუმცა მინიშნება გააკეთა, რომ შესაძლოა, 2024 წელს კვლავ იბრძოლოს თეთრი სახლის დასაკავებლად.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის გამართლება ამბოხების წაქეზებაში იმის შემხსენებელია, რომ „დემოკრატია მყიფეა“.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. კონგრესის ზედა პალატაში იმპიჩმენტის წინააღმდეგ 43-მა სენატორმა მისცა ხმა, მომხრე კი 57 იყო, მათ შორის „რესპუბლიკელებიც“, თუმცა იმპიჩმენტისთვის სენატის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა იყო საჭირო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი