აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზად არის, საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად ამერიკელი სამხედროები გაგზავნოს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს თეთრ სახლთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ილინოისის შტატის ქალაქ მინეაპოლისში საპროტესტო გამოსვლების დროს ათობით შენობა დაწვეს და დაარბიეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჩინეთის მიერ კორონავირუსის აფეთქებისადმი დამოკიდებულება და განაცხადა, რომ „მათ ადვილად შეეძლოთ შეეჩერებინათ ჭირი, მაგრამ ეს არ გააკეთეს“.
დონალდ ტრამპმა გამოამჟღავნა, რომ ჰიდროქსიქლოროქინის, მალარიის საწინააღმდეგო წამლის მიღება დაიწყო, რომელზეც მან არაერთხელ თქვა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური სამკურნალო საშუალებაა, მიუხედავად იმისა, რომ იმთავითვე გამოითქვა წუხილები ამ წამლის სახიფათო გვერდითი ეფექტების შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი წინამორბედის, აშშ-ისყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, 2020 წლის ნოემბრის არჩევნებზე „დემოკრატების“ მოსალოდნელი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის „H1N1“-ის აფეთქებისას გაწეულ საქმიანობას „კატასტროფად“ აფასებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი მაისის ბოლოს დაიშლება. აღნიშნული განცხადება მან არიზონაში, ნიღბების წარმოების ქარხანაში სტუმრობისას გააკეთა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეკომპანიებს „ენბისისა“ და „სიენენს“ ჩინეთის დაცვის მცდელობაში ადანაშაულებს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას ნანახი აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ჩინეთში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი „ყველაფერს გააკეთებს, რაც კი შეუძლია“, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნები წააგოს და მისმა მოსალოდნელმა მეტოქემ „დემოკრატმა“ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.