შეერთებული შტატების საფონდო ბირჟამ დროებით შეაჩერა ვაჭრობა მას შემდეგ, რაც S&P 500-ის ინდექსი გახსნისას 8%-ით დაეცა. ასეთი რამ ბოლო 6 დღეში უკვე მესამედ მოხდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტში უქმეებზე სრული ქაოსი იყო შექმნილი. ათასობით ადამიანი საათების განმავლობაში იდგა გადაჭედილ რიგებში, ვიდრე საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შემოწმებას გაივლიდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კორონავირუსზე ტესტირების შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა, განაცხადა თეთრი სახლის ექიმმა. „ამ საღამოს მე მივიღე დადასტურება, რომ ტესტი უარყოფითია“, ნათქვამია სინ კონლის შაბათ საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალ კორონავირუსზე თავადაც გაიარა ტესტირება და მოელის, რომ შედეგები მომდევნო 48 საათში იქნება ცნობილი.
შეერთებული შტატები ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებისთვის დაწესებულ მგზავრობის აკრძალვას აფართოებს და ორშაბათიდან ამ სიას დიდი ბრიტანეთი და ირლანდიის რესპუბლიკაც დაემატება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი კორონავირუსზე ტესტირება საჭირო არ არის, როგორც ეს მისმა ექიმმა ურჩია, რადგან მას ინფექციის არავითარი სიმპტომი არ გააჩნია.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაციონალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 920 შემთხვევა არის გამოვლენილი, გარდაცვლილია 41 ადამიანი.
დონალდ ტრამპთან ახლოს მყოფმა წყარომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავის ახლო წრეს ეუბნება, რომ იგი „ძალიან შეშფოთებულია“ იმ ხალხთან კონტაქტით, რომელთაც კორონავირუსი შეეყარათ, მათ შორის ბრაზილიის ოფიციალურ პირთან ურთიერთობით, რომელსაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდგინდა მას მერე, რაც ტრამპთან მარ-ა-ლაგოში პირისპირ შეხვედრისა და სადილის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, იტყობინება CNN-ი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით რადიკალური ზომები მიიღო და ევროპიდან ამერიკაში მგზავრობის დროებითი შეჩერების შესახებ გამოაცხადა. სატლევიზიო მიმართვაში მან განაცხადა, რომ ევროპის 26 ქვეყნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა მომდევნო 30 დღის განმავლობაში იქნება შეჩერებული, მაგრამ დასძინა, რომ „მკაცრი და საჭირო“ შეზღუდვები არ შეეხება დიდ ბრიტანეთს, სადაც ამ დროისთვის ინფექციის 460 შემთხვევაა დადასტურებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.