GUARDIAN.GE - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი განიხილავს პოტენციურად გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს, რომლებიც პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ყოფილ ოფისში, ანალიტიკურ ცენტრშია აღმოჩენილი. განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენის ადვოკატის თქმით, ბაიდენის იურიდიულმა გუნდმა ნოემბერში, ვაშინგტონის „პენ ბაიდენის ცენტრში“, დახურულ კარადში, დაახლოებით 10 ფაილი აღმოაჩინა. დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადაეცა.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში სულ მცირე 38 ადამიანია გარდაცვლილი, რაც არქტიკულ ყინვასთან არის დაკავშირებული. ოფიციალური პირების განცხადებით, 34 ადამიანი დაიღუპა აშშ-ში. ყველაზე მეტად ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქი ბუფალო დაზარალდა. ოთხი ადამიანი დაიღუპა კანადაში, როდესაც ავტობუსი მოყინულ გზაზე გადატრიალდა ქალაქ მერიტთან, ბრიტანეთის კოლუმბიის დასავლეთ პროვინციაში.
GUARDIAN.GE - ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იდგება რუსეთთან ომში „იმდენ ხანს, რამდენი ხანიც ეს საჭირო იქნება“. „თქვენ არასდროს დარჩებით მარტო“, უთხრა ბაიდენმა ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტისას.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურში „დემოკრატი“ რაფაელ უორნოკი იმარჯვებს. იგი „რესპუბლიკელ“ ჰერშელ უოკერს ამარცხებს, იტყობინება CBS-ი, BBC-ის პარტნიორი აშშ-ში და დასძენს, რომ ეს წინასწარი შედეგებია, რაც ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს. ამ შედეგით „დემოკრატები“ კონგრესის ზედა პალატაში, სენატში უმრავლესობას ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის გარეშე ქმნიან - 51-49.
GUARDIAN.GE - „რესპუბლიკელებმა“, ამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ, კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობის შესაქმენლად საჭირო 218 ადგილი მოიპოვეს, იტყობინება BBC-ის ამერიკული პარტნიორი CBS News-ი. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისთვის საჭირო ადგილი ოთხშაბათს, კალიფორნიის 27-ე ოლქის მოქმედი კონგრესმენის, მაიკ გარსიას გამარჯვების შედეგად მოიპოვეს. CBS-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტია“ ახლა სავარაუდოდ 218-223 მანდატს მიიღებს კონგრესის 435-ადგილიან ქვედა პალატაში.
GUARDIAN.GE - დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 2024 წელს კენჭს იყრის აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე და პირობა დადო, რომ „ამერიკის ხელმეორედ აღორძინება ახლავე დაიწყება“. მან მხარდამჭერებს ერთსაათიანი სიტყვით მიმართა ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს მამულში.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი 8 ნოემბერს გამართულ შუალედურ არჩევნებს დემოკრატიისთვის კარგ დღეს უწოდებს. თეთრ სახლში გამოსვლისას მან თქვა, რომ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „შვებით ამოისუნთქა“.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა ამჟამად არსებული სურათის მიხედვით, „რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაში კონტროლის აღების გზაზე დგანან, მაგრამ სენატისთვის ბრძოლა დანის პირზე გადის იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის შტატებში, ისეთში, როგორიცაა ნევადა, საარჩევნო უბნები მხოლოდ ახლა იხურება. სწორედ ამ შტატებში მიღებული ხმები განსაზღვრავს თუ ვინ შეძლებს უმრავლესობით მოსვლას სენატში.
GUARDIAN.GE - დონალდ ტრამპმა დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა „ფაქტობრივად აიძულა“.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა ფლორიდის სახლში განხორციელებული რეიდის დროს მისი პასპორტები მოიპარეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.