გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სერიოზულად არის ავად, სიმართლეს არ შეესაბამება, იტყობინება BBC სამხრეთ კორეის ოფიციოზზე დაყრდნობით.

სრულად...

ირანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა. ამჟამად ირანში „კოვიდ-19“ -ით 4003 ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას გამოცემა „როიტერსი“ ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

პაკისტანში სამარათალდამცველებმა დააკავეს ექიმები, რომლებიც ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირეს აპროტესტებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სრულად...

სამხრეთ კორეა კარანტინის წესების დამრღვევთათვის ზომებს ამკაცრებს და ნებისმიერი პირი, რომელიც არ დაემორჩილება ახალ კანონს ციხეში ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოელის ან 10 მილიონი კორეული ვონის- 8,200 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს. ახალი კანონი ძალში 5 აპრილიდან შევა. 

სრულად...

ინდოეთში ახალი კორონავირუსის შედარებით ცოტა დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი და ამ ფონზე ქვეყანაში არაერთი მაცდუნებელი რჩევა ვრცელდება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა ებრძოლონ ამ ახალ ვირუსს.

სრულად...

ოთხშაბათი პირველი დღე იყო ჩინეთში, როდესაც ახალი კორონავირუსის არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა. ქვეყანაში, სადაც აქამდე უცნობმა კორონავირუსმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა, დღემდე 81 000-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა - 3 245 გარდაიცვალა, 70 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ამჟამად ინფექციით 10 000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული და მკურნალობას გადის.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეამ კარანტინიდან 70 უცხოელი გაათავისუფლა და უკვე იზოლაციიდან საერთო ჯამში დაახლოებით 300 უცხო ქვეყნის მოქალაქეა გათავისუფლებული. სამხრეთ კორეის ახალი ამბების Yonhap -ის თანახმად, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, კარანტინიდან გათავისუფლებული უცხოელები სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ განათავსეს.

სრულად...

ჩინეთის ცენტრალური პროვინციის, ჰუბეის ქალაქ ვუხანში, სადაც კორონავირუსმა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა, 103 წლის ქალი, ძანგ გუანგფენი ინფექციისაგან ერთ კვირაში სრულად განიკურნა. ის საავადმყოფოდან სამშაბათს, შუადღისას გაწერეს.

სრულად...

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ვუხანს ესტუმრა, კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრს, და პეკინს გზავნილი მიაწოდა, რომ მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. მისი ვიზიტი ვუხანში იმ ფონზე შედგა, რაც ჩინეთმა გამოაცხადა, რომ სამშაბათს ვირუსით ყველაზე მცირე რაოდენობის, მხოლოდ 19 ადამიანის ინფიცირებას ჰქონდა ადგილი - ყველა შემთხვევა ვუხანში მყოფთ დაუდგინდა, გარდა ორი პირისა, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩავიდნენ იქ.

სრულად...

სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა ჩინელ მამაკაცს, რომელმაც იუნანის პროვინციაში კორონავირუსის შესამოწმებელ პუნქტთან ჯანდაცვის ორი ოფიციალური პირი მოკლა, იტყობინება CNN პროვინციის მთავრობაზე დაყრდნობით.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი