ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 106 გახდა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 4 515-ს აღწევს. ქვეყანაში ეროვნული ახალი წლის არდადეგები სამი დღით, კვირამდე გახანგრძლივდა იმის მცდელობით, რომ დაავადების გავრცელება შეაჩერონ.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 26 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 830-ს მიაღწია. ინფორმაციას BBC-ის ავრცელებს.
ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 35-ს შეადგენს, იტყობინება რუსული მედია. დაშავებულთაგან 22 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ინდოეთის დედაქალაქ დელიში საპროტესტო აქციებს უკვე 6 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამა წლის ზაფხულში მონღოლეთში სანადიროდ წასულმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა გადაშენების პირას მყოფი იშვიათი სახეობის ჯიხვი მოკლა. როგორც ბრიტანული „გარდიანი“ „ProPublica“-ზე დაყრდნობით წერს, ნადირის მოკვლის ნებართვა მას შემდეგ გაიცა, რაც ტრამპი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.
პაკისტანში, სამგზავრო მატარებელში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 73 ადამიაი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მატარებელი რეისს ყარაჩიდან რავალპინდის მიმართულებით ასრულებდა, როდესაც ხანძარი გაჩნდა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე მაღალი მთა ცხენით დალაშქრა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონიაში ტაიფუნი „ჰაგიბისის“ შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.