დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი და ათასობით სხვა უმწეო მდგომარეობაშია დარჩენილი მას შემდეგ, რაც სამხრეთ ჩინეთში რეკორდულად უხვი ნალექი მოვიდა წვიმის სახით, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
ტაივანი პირველი ქვეყანა გახდა აზიაში, რომელმაც ერთი და იგივე სქესის ადამიანების ქორწინება დააკანონა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარასკევს გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტმა მიიღო.
სამმა შეიარაღებულმა მამაკაცმა პაკისტანის პროვინცია ბალოჩისტანში ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც მოკლულია სულ მცირე ერთი ადამიანი, იუწყება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
290-ამდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა შრი ლანკაში, სადაც კვირა დილით ეკლესიებსა და მდიდრულ სასტუმროებზე აფეთქებების სერია განხორციელდა. პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 24 ადამიანი, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ განახორციელა თავდასხმები.
სულ მცირე 207 ადამიანია მოკლული და 400-ზე მეტს დაზიანებები აქვს მიღებული შრი ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი აფეთქებებისას. მოელიან, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება.
ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული მოლაპარაკებებიდან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოცილება მოითხოვა, ბრალი დასდო რა მას „სისულელეების ლაპარაკსა“ და „უგუნურებაში“.
ერაყის რესპუბლიკის ქ. მოსულთან ახლოს, მდინარე ტიგროსზე ბორანის ჩაძირვის შედეგად 94 ადამიანი დაიღუპა. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ბორანზე დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა.
ყაზახეთის პარლამენტმა ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე ორი მოსმენით მხარი დაუჭირა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, კასიმ ჟომარტ ტოკაევის წინადადებას დედაქალაქ ასტანასთვის სახელის გადარქმევის და მისთვის “ნურსულთანის“ დარქმევის თაობაზე.
78 წლის ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. წინასწარ ჩაწერილ სატელევიზიო მიმართვაში ნაზარბაევმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „მარტივი არ ყოფილა“.
ფხენიანის სიახლოვეს მდებარე ბირთვული პოლიგონის სატელიტური სურათები მოწმობს, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა ახალი სარაკეტო გამოცდისთვის ემზადებოდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.