რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა. „მე ამას ქართველი ხალხის პატივისცემიდან გამომდინარე არ გავაკეთებდი“, უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს.
ინდოეთის მთავრობამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჰიმაილაიზე დაღუპული მთამსვლელების ბოლო წუთებია ასახული.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართა, რომ განიხილოს მრავალმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესების მიზანშეწონილობა საქართველოსთან მიმართებაში და შესაბამისი წინადადებით პრეზიდენტის წინაშე წარსდგეს.
ხორვატიამ ევროზონაში გაწევრიანების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ქვეყანამ წერილი ევროჯგუფის თავმჯდომარეს მარიუ სენტენუს გაუგზავნა.
რვა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა აზერბაიჯანში სამგზავრო მიკროავტობუსის სატვირთო ავტომანქანასთან შეჯახების შედეგად. 24 წლის გოგო, რომელმაც დაზიანებები მიიღო, ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩს ტერეზა მეის სრული მხარდაჭერა აქვს, დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ მასთან საქმეს აღარ დაიჭერს, რადგან ელჩი ტრამპს აკრიტიკებდა. ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციებს, სადაც აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩი კიმ დეროჩი პრეზიდენტ ტრამპის მთავრობას „უუნაროს“ უწოდებს. აშშ-ის პრეზინდენტმა ასევე გააკრიტიკა ტერეზა მეის მიმართვა "ბრექსიტის" შესახებ და განაცხადა, რომ არეულობა მან შექმნა.
ინდოეთში ავტოსააგზაო შემთხვევას 29 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ინდოეთის ჩრდილოეთით, უტარ პრადეშის შტატში, ქალაქ აგრაში მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
“ბრიტანეთის ავიახაზები“ რეკორდული 183 მილიონი ფუნტი სტერლინგით დაჯარიმების საფრთხის წინაშე დგას, რაც ავიაკომპანიის მიერ უსაფრთხოების სიტემების დარღვევას უკავშირდება. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა, ამის შესახებ The Washington Post-ი სოციოლოგიურ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ორგანიზაცია "Langer Research Associates"-მა ჩაატარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.