ავღნეთში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 40-ზე მეტია. თავდასხმა ავღანეთის აღმოსავლეთით, ნანგარარის პროვინციაში, ქორწილის მიმდინარეობისას 13 წლის ბავშვმა განახორციელა.
თურქეთმა რუსული S-400 სარაკეტო თავდაცვითი სისტემის პირველი პარტია მიიღო მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ამერიკის შეერთებული შტატები. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტვირთი პარასკევს დედაქალაქ ანკარაში, საჰაერო ბაზაზე იქნა მიტანილი.
ევროკავშირმა თურქეთს შესაძლოა სანქციები დაუწესოს. Reuters-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ ორშაბათიდან ევროკავშირი დაფინანსებას შეუჩერებს ანკარას და მასთან კონტაქტს გაწყვეტს.
აშშ-ს ტროპიკული შტორმი ბარი უახლოვდება, რომელიც, სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალ ორლეანს გადაუვლის.
სულ მცირე 35-მა ადამიანმა მიიღო მცირე დაზიანებები „Air Canada“-ს კუთვნილი თვითმფრინავის, „ბოინგ 777-200“-ის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შედეგად.
ჩრდილოეთ კორეაში მმართველი შეიცვალა. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ოფიციალურად ჩრდილოეთ კორეის პირველი პირი გახდა.
საბერძნეთში, თესალონიკში, შტორმის შედეგად 6 ტურისტი დაიღუპა, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.
ირანის რევოლუციის მცველთა შეიარაღებული საზღვაო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერის ხელში ჩაგდებას შეეცადნენ, თუმცა მათი განზრახვა რაკეტებით აღჭურვილმა დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო გემმა ჩაშალა, რომელიც თან ახლდა ნავთობტანკერს, იუწყება აშშ-ის მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ისევ შეუძლოდ გახდა. ამჯერად მას კანკალი ფინეთის პრემიერ მინისტრის, ნატი რინეს ოფიციალური დახვედრის ცერემონიისას დაეწყო.
ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მდებარე ოკეანარიუმში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ზვიგენების განყოფილებაში გაჩნდ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.