მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანს ბრალი დასდო ომანის ყურეში ორ სანავთობო ტანკერზე „უმიზეზო თავდასხმებში“. მან აღნიშნა, რომ ამერიკამ თავისი შეფასება თავდასხმისას გამოყენებული იარაღის ტიპის შესახებ ინფორმაციაზე დაფუძნებით გააკეთა.

სრულად...

თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობებისა და ამ უკანასკნელის მხრიდან ირანისადმი დამატებითი მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის, იაპონიის ლიდერი შინძო აბე ოფიციალურ ვიზიტად თეირანში ჩავიდა და როგორც ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იაპონიას სურს შეინარჩუნოს ირანული ნავთობის ყიდვა, თუმცა თავად აბეს არ უხსენებია ირანული ნავთობის ახლახან შეჩერებული შესყიდვები და ამ საკითხის ნაცვლად აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული კონფლიქტი რეგიონში.

სრულად...

დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი და ათასობით სხვა უმწეო მდგომარეობაშია დარჩენილი მას შემდეგ, რაც სამხრეთ ჩინეთში რეკორდულად უხვი ნალექი მოვიდა წვიმის სახით, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.

სრულად...

ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რამაც ხანძარი გამოიწვია, იუწყება ადგილობრივი მედია სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით.

სრულად...

შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ბოლო ვადად ივლისის ბოლო განუსაზღვრა იმასთან დაკავშირებით, რომ გააკეთოს არჩევანი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავებისა და რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების ყიდვას შორის.

სრულად...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს „ბრწყინვალე, იშვიათი ურთიერთობა“ აქვთ  და „ეს არის ყველაზე დიდი ალიანსი, რომელიც კი მსოფლიოში ოდესმე ყოფილა ცნობილი“. 

სრულად...

მოკლულია სულ მცირე ოთხი ადამიანი და დაჭრილია სხვა ორი, შეიარაღებული მამაკაცის მიერ დარვინში, ჩრდილოეთ ავსტრალიაში, იტყობინება BBC პოლიციაზე დაყრდნობით.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სჯერა, ბრიტანეთს „ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმება“ ექნება შეერთებულ შტატებთან მას შემდეგ, რაც იგი ევროკავშირს დატოვებს.

სრულად...

ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს „ეკონომიკური ომი“ უწოდა და განაცხადა, რომ იგი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან მანამ, სანამ სანქციები არ მოიხსნება. ოფიციალური თეირანის განცხადებას წინ უძღოდა ვაშინგტონის შეთავაზება, რომ იგი ირანთან მოლაპარაკებებს გამართავდა წინაპირობების გარეშე, თუკი თეირანი თავის ქცევას შეცვლიდა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი დიდ ბრიტანეთში სამდღიან ოფიციალურ ვიზიტად ჩავიდნენ. „ბორტი ნომერი ერთი“ სტანსტედის აეროპორტში ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე (თბილისის დროით 12:00 სთ) დაეშვა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი