ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორჯერ უფრო მეტად გაზარდა ტარიფები 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქტებზე. კერძოდ, ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ჩინურ საქონელზე ტარიფები 10%-დან 25%-ამდე გაიზარდა და ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც აშშ-ში ჩასული მაღალი რანგის ოფიციალური პირებისაგან შემდგარი ჩინური დელეგაცია ამერიკულ მხარესთან დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირას დაანონსებული ტარიფების გაზრდის შესაჩერებლად და სავაჭრო შეთანხმების გადასარჩენად მოლაპარაკებებს მართავდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა სავაჭრო მოლაპარაკებებში „შეთანხმება დაარღვია“. აღნიშნულმა განცხადებამ ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოლაპარაკებების წინ მტრობა გააძლიერა.
ირანი 2015 წელს დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების მთავარი ვალდებულებებიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ აღნიშნული შეთანხმება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დატოვა. პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ თეირანი შეინარჩუნებს გამდიდრებული ურანის მარაგებს ქვეყანაში და არ გაყიდის მას საზღვარგარეთ. იგი ასევე დაიმუქრა, რომ 60 დღეში უფრო გამდიდრებული ურანის პროდუქციის წარმოებას განაახლებს.
41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მოსკოვში „შერემეტიევოს“ აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფას. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია.
რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირი 5 მაისს ვენესუელელ კოლეგას შეხვდება. რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სერგეი ლავროვი ხორხე არეასას მოსკოვში უმასპინძლებს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. კიმ ჩენ ინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ვლადივოსტოკში შედგა. ეს ორი ქვეყნის პირველი პირების პირველი შეხვედრაა. კრემლის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერი შეხვედრაზე მთავარ თემად კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება განიხილა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთშია. კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელმა ჩინეთი-რუსეთის საზღვარი გამთენიისას გადაკვეთა. კიმ ჩენ ინს თან რამდენიმე მაღალჩინოსანი ახლავს, მათ შორის კორეის არმიის გენერალური შტაბისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელები.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კომიკოსმა ვლადიმერ ზელენსკიმ დამაჯერებლად გაიმარჯვა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თითქმის ყველა უბანი დათვლილი აქვს და ზელენსკის ხმების 73 პროცენტზე მეტი აქვს მიღებული.
290-ამდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა შრი ლანკაში, სადაც კვირა დილით ეკლესიებსა და მდიდრულ სასტუმროებზე აფეთქებების სერია განხორციელდა. პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 24 ადამიანი, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ განახორციელა თავდასხმები.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეგზიტ პოლის მიხედვით, კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს. მას ხმების 70 პროცენტზე მეტი აქვს მიღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.