მსოფლიო

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ქვეყნის პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თხოვნით მიმართა მას შემდეგ, რაც ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე კორუფციული სკანდალის გამო შაბათს თანამდებობიდან გადადგა.

სრულად...

ავსტრიის ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც 17 მაისს ფარული ვიდეო გავრცელდა, რომელიც კორუფციულ სკანდალს უკავშირდებოდა. ვიდეოში ჩანს, რომ შტრახე სავარაუდოდ რუს ინვესტორთან პოლიტიკური კამპანიის მხარდაჭერის სანაცვლოდ სამთავრობო კონტრაქტებს განიხილავდა.

სრულად...

ტაივანი პირველი ქვეყანა გახდა აზიაში, რომელმაც ერთი და იგივე სქესის ადამიანების ქორწინება დააკანონა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარასკევს გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტმა მიიღო.  

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ახალი საიმიგრაციო სისტემის გეგმის არსებით ნაწილზე ისაუბრა, რომელიც უფრო ახალგაზრდა, უკეთესი განათლების მქონე და ინგლისურად მოსაუბრე იმიგრანტებისადმი კეთილგანწყობას და მხარდაჭერას უსვამს ხაზს.

სრულად...

ალაბამას კანონმდებლებმა აბორტის აკრძალვას მხარი დაუჭირეს და თუკი შტატის „რესპუბლიკელი“ გუბერნტორი კეი ივი ხელს მოაწერს დოკუმენტს, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მკაცრი კანონი იქნება, რომელიც ამ მიმართულებით მოქმედებს, რადგან შტატის სენატმა კანონპროექტისთვის მხარდაჭერისას უარი განაცხადა მასში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც გამონაკლისებს დაუშვებდა გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევებისას.

სრულად...

მიანმარელმა მფრინავმა თვითმფრინავი წინა ბორბლების გარეშე უსაფრთხოდ დასვა მას შემდეგ, რაც დაშვების მექანიზმი არ ამოქმედდა. „მიანმარის ეროვნული ავიახაზების“ თვითმფრინავი მანდალაის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე წინა ბორბლების გარეშე დაშვებისას სრიალით მიდიოდა, ვიდრე შეჩერდებოდა.

სრულად...

შეიარაღებულმა მამაკაცებმა ექვსი ადამიანი მოკლეს, მათ შორის მღვდელი, ბურკინა ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში, ეკლესიაში საზეიმო წირვის მიმდინარეობისას, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.

სრულად...

სამმა შეიარაღებულმა მამაკაცმა პაკისტანის პროვინცია ბალოჩისტანში ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც მოკლულია სულ მცირე ერთი ადამიანი, იუწყება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ მისი გადადგომის თარიღის შესახებ შესაძლოა რამდენიმე დღეში გამოაცხადოს, იუწყება BBC მაღალი რანგის „კონსერვატორი“ დეპუტატის, სერ გრემ ბრეიდის განცხადებაზე დაყრდნობით.

სრულად...

ირანთან დაძაბულობის გაზრდის შემდეგ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა „პატრიოტს“ და სამხედრო ხომალდს აგზავნის. ოფიციოზის განცხადებით, „The USS Arlington“-ი, რომელიც თვითმფრინავების და ზღვიდან ასაფრენი სხვა სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირებას ემსახურება, „USS Abraham Lincoln“-ის მოიერიშე ჯგუფს შეუერთდება ყურეში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი