შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ თეთრ სახლზე დროშა ნახევრად დაშვებულ მდგომარეობას დაუბრუნდება. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „რესპუბლიკელი“ სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებისადმი პრეზიდენტის მიერ გამოხატული დამოკიდებულება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა.
შეერთებულმა შტატებმა და მექსიკამ ორშაბათს შეთანხმებას მიაღწიეს ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაში (NAFTA) ცვლილებების შეტანის შესახებ და მოსალოდნელია, რომ კანადასთან მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როგორც ამას „როიტერსი“ იტყობინება.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ იგი ახალ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ „რია ნოვოსტი“ სააგენტო „dpa“-ზე დაყრდნობით იტყობინება.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პარასკევს, 24 აგვისტოს რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული უმკაცრესი სანქციები ძალაში ორშაბათს, მოსკოვის დროით 7.00 საათზე შევიდა.
ჯონ მაკკეინი, სენატორი, პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიეტნამის ომის გმირი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იკრძალება ამერიკული კრედიტების გაცემა რუსეთისთვის, იარაღის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში, როგორც ამას ამ წუთებში „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
სკოტ მორისონი ავსტრალიის ახალი პრემიერ მინისტრია მას შემდეგ რაც მალკოლმ ტერნბული პარტიაში დაპირისპირებული მეტოქეების მხრიდან თანამდებობიდან იქნა გადაყენებული.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „ბაზრები ჩამოიშლება“, თუკი ოდესმე მისი იმპიჩმენტი მოხდება, იტყობინება „ფოქს ნიუსის“ რეპორტიორი, რომელმაც ტრამპთან ინტერვიუ ოთხშაბათს ჩაწერა. ამასთან, ჟურნალისტის თქმით, ტრამპმა მას უთხრა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტისთვის „ბოდიშის მოხდას ფიქრობს“.
დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა სასამართლო პროცესზე ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ თავისი კლიენტის დავალებით, დანაშაული ჩაიდინა, აცხადებს კოენის იურისტი ლენი დევისი.
ბერლინში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი, რუსეთის მოქალაქე, 31 წლის მამაკაცი დააკავეს, განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.