ათეულობით ადამიანი, მათგან ბევრი ბავშვია მოკლული და დაჭრილი მეამბოხეების ხელში მყოფ ჩრდილოეთ იემენში, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, იტყობინება BBC მედიკოსებზე დაყრდნობით.
შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადების ფონზე, რუსული რუბლი გაუფასურებას განაგრძობს.
მას შემდეგ რაც ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით ათეულობით რაკეტა იქნა გაშვებული, ისრაელის საპასუხო საჰაერო დარტყმებს ღაზაში სამი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კიდევ ერთი მძლავრი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 5.9 შეადგინა. გავრცელებული ცნობებით, დანგრეულია შენობების ნაწილი.
ოფიციალური პირების განცხადებით, ავსტრალიის ყველაზე პოპულარული შტატი, ახალი სამხრეთ უელსი გვალვამ მოიცვა.
ოფიციალური პირების განცხადებით, კალიფორნიის შტატში ტყუპი ხანძარი, სახელწოდებით „მენდესინოს კომპლექსური ხანძარი“, ისტორიაში უდიდესია.
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ შეერთებული შტატების მიერ თეირანისთვის ეკონომიკური სანქციების კვლავ დაწესებას, რომელიც შუაღამისას შევიდა ძალაში, „ფსიქოლოგიური ომი“ უწოდა, რომლის მიზანიც, რუჰანის თქმით, „ირანელებს შორის უთანხმოების დათესვაა“.
საუდის არაბეთმა, კანადის მიერ სპარსეთის ყურის სამეფოს საშინაო საქმეებში „ჩარევისთვის“, კანადასთან ინვესტიციები და ახალი სავაჭრო კავშირები გაყინა.
სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მომხდარი მძლავრი, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, იტყობინება BBC ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ასაფეთქებელი დრონების მეშვეობით მისი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.