ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შესაბამისი სია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებულმა შტატების და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც დიდ ბრიტანეთში რუსეთის ყოფილ საიდუმლო აგენტსა და მის ქალიშვილზე ნერვის აგენტით (ქიმიური ნივთიერება) თავდასხმას ეხება და რომელშიც დაგმობილია „ნერვის აგენტის პირველი თავდასხმითი გამოყენება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“ და ოთხი მძლავრი დასავლელი მოკავშირე აღნიშნულს დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე იერიშს უწოდებს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მოსკოვის მიერ ლონდონის საპასუხოდ ბრიტანელი დიპლომატების რუსეთიდან გაძევების შესახებ კომენტარის გაკეთებისას რუსეთს ურჩია „უკან დაიხიოს და ხმა გაიკმინდოს“.
მოსკოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის მიერ ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით ეს „მალე“ მოხდება.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ „ერთსულოვნად უდგას გვერდში“ თავის „უახლოეს მოკავშირეს“, დიდ ბრიტანეთს და მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებას ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში ეიჩი ნეგიში საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო მისი მეუღლე კი გარდაცვლილი იპოვეს, იტყობინება ტელეარხი WREX-TV.
დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უარი განაცხადა აეხსნა თუ როგორ იქნა გამოყენებული რუსული წარმოების ქიმიური ნივთიერება ყოფილ ჯაშუშზე სოლსბურიში, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ.
76 წლის ასაკში საქვეყნოდ ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ფიზიკოსის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
თანამდებობიდან დათხოვნილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა რუსეთის „საგანგაშო ქცევისა და ქმედებების“ შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი „თვითერის“ მეშვეობით გაათავისუფლა თანამდებობიდან და მის შემცვლელად ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მაიკ პომპეო დაასახელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.