სულ მცირე 53 ადამიანია დაღუპული, სხვა 27 კი დაკარგულად არის გამოცხადებული რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში კვირას გაჩენილი ხანძრის შედეგად. რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, გარდაცვლილთა შორის შესაძლოა 41 ბავშვი იყოს.
კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი, რომელზეც ძებნა ესპანეთის პროკურატურას ჰქონდა გამოცხადებული, გერმანიის პოლიციამ, დანიისა და გერმანიის საზღვრის გადაკვეთისას დააკავა.
ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთმა თეორეტიკოსმა, სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის ახლო მრჩეველმა, „რესპუბლიკელმა“ რიჩარდ ჰაასმა განაცხადა, რომ აშშ-ს თავისი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში ახლა „ყველაზე სახიფათო მომენტი“ უდგას.
5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი რუსეთის ფედერაციაში, კემეროვოს სავაჭრო და გასართობ ცენტრ „Зимняя вишня“-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ რეგიონის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის და უმაღლესი რადას დეპუტატის, უკრაინის ეროვნული გმირის, ნადეჟდა სავჩენკოს „მხილება“ სპეცსამსახურებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოებში ღირებულ გვერდებს დაიკავებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ეიჩ არ მაკმასტერი თანამდებობიდან გაათავისუფლა და აღნიშნულ პოსტზე მის ნაცვლად ბუშის ეპოქის ქორი და გაეროში ამერიკის ელჩი ჯონ ბოლტონი დანიშნა, რომელიც მხარს უჭერდა ჩრდილოეთ კორეასა და ირანზე თავდასხმას.
უკრაინელმა სამართალდამცველებმა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს, ნადეჟდა სავჩენკოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტექსტი გააცვნეს, რომლის მიხედვითაც იგი დანაშაულშია ეჭვმიტანილი, ამის შემდეგ კი იგი იქვე დააკავეს.
ექვსი ადამიანი დაიღუპა ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კრალუპუ ნად ვლტავოუს ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი მრჩეველების გაფრთხილებებს ყური არ დაუგდო, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით დაურეკა და რუსეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, იტყობინება აშშ-ის მედია.
ჩინეთს არ სურს სავაჭრო ომებში მონაწილეობა, მაგრამ მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონფრონტაციაში, განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუა ჩინინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.