მსოფლიო

სოლსბურიში ყოფილ რუს ჯაშუშზე, სერგეი სკრიპალსა და მის 33 წლის ქალიშვილზე განხორციელებული ქიმიური თავდასხმის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის მიერ 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ რუსმა დიპლომატებმა და მათი ოჯახების წევრებმა დიდი ბრიტანეთი დატოვეს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების მერილენდის შტატის Great Mills-ის სკოლაში სროლები განხორციელდა. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

სრულად...

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) ტეხასში, სან ანტონიოს სიახლოვეს, FedEx-ის საწყობში მომხდარ აფეთქებას იძიებს, როგორც ამას ამ წუთებში BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

სრულად...

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს, რაც 2007 წელს ლიბიიდან მისი საარჩევნო კამპანიის შესაძლო დაფინანსებას უკავშირდება, იტყობინება გაზეთი „მონდი“. 

სრულად...

ჩინეთის პრეზიდენტმა ქსი ძინპინგმა, რომელსაც ახლახან კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომლითაც ორი ვადით არჩევის შეზღუდვა მოიხსნა, ქვეყნის სათავეში სიცოცხლის ბოლომდე ყოფნის შესაძლებლობა მიეცა, ეროვნულ სახალხო კონგრესს უთხრა, რომ ჩინეთი, მისი განვითარების გამო, თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცეს.

სრულად...

რუსეთის პრეზიდენტად მორიგი 6 წლით აბსოლუტური უმრავლესობით არჩეულმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი ღიაა სხვა სახელმწიფოებთან „კონსტრუქციული“ დიალოგისათვის, თუმცა დაამატა: „რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უბრალოდ, როგორც ეს სიყვარულშია, ორივე მხარემ უნდა აჩვენოს ინტერესი, თორემ მაშინ სიყვარული არ გამოვა“.

სრულად...

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა „დიდწილად“ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან „ორგანიზებულ გასვლას“ განაპირობებს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისმა თანაპარტიელმა „რესპუბლიკელებმა“ სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიებაში ჩარევის წინააღმდეგ გააფრთხილეს მას შემდეგ, რაც ტრამპი თავს დაესხა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მიმდინარე მიულერის გამოძიებას.

სრულად...

ვლადიმერ პუტინი რუსეთს მომდევნო ექვსი წლის განმავლობაშიც უხელმძღვანელებს, რადგან მან 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა.

სრულად...

თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა ძალებმა ქურთების ქალაქ აფრინზე სრული კონტროლი დაამყარეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი