კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მეუღლემ, სანდრა რულოვსმა კიევში, პეჩერსკის სასამართლოს დარბაზში საქართველოს ჰიმნი იმღერეს.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც დილით სირიის ხმეიმიმის რუსულ ბაზაზე იმყოფებოდა, ბრძანება გასცა სირიიდან რუსული სამხედრო შენაერთების გამოყვანასთან დაკავშირებით, იტყობინება ამ წუთებში რუსული მედია.
ბევრი ხალხი უნდა იყოს გარეთ, რომ ცოტა გავლენა მოვახდინოთ ძალოვნებზე, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოს შენობასთან გააკეთა, სადაც ცოტა ხნის წინ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სააკაშვილი გადაიყვანეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში იმყოფება. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა განუცხადა.
აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების თაობაზე ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების მორიგი გაუარესების მიზეზი გახდა.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ პალესტინელებმა, იმისათვის, რომ მშვიდობისკენ ნაბიჯი გადაიდგას, თვალი უნდა გაუსწორონ რეალობას იმასთან დაკავშირებით, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია.
მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა, რომლებმაც მიტინგი კიევში წინასწარი დაკავების იმ იზოლატორის წინ გამართეს, სადაც პარასკევს გვიან ღამით დაკავებული ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი იმყოფება, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კუთვნილი კომპანია „როშენის“ მაღაზიის ფანჯარა ჩაამტვრიეს, იტყობინება „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი შეთხვევის ადგილიდან.
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა იგორ სობოლევმა კიევის ცენტრში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა მიერ გამართულ მიტინგზე ეროვნული ხსნის კომიტეტის ჩამოყალიბების მოწოდება გააკეთა.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ჩრდილოეთ ნაწილში შეერთებული შტატების საელჩოს სიახლოვეს, ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების გამო შეკრებილ პროტესტანტებსა და ლიბანის უსაფრთხოების ძალებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რომლის დროსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა დემონსტრანტების დაშლის მიზნით ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, იუწყება BBC ამ წუთებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.