ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა, რომელიც ორი სახელმწიფოს არსებობის გადაწყვეტაზეა დაფუძნებული, უზარმაზარი საფრთხის წინაშე დგას და როგორც ამერიკის მთავარი დიპლომატი დაჟინებით ირწმუნება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ ებრაული ახალშენების ოკუპირებულ მიწაზე უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი სრულ თანხვედრაშია ამერიკულ ღირებულებებთან.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჟინებით მოუწოდებს ისრაელს „დარჩეს ძლიერი“, სანამ ის თეთრ სახლში შევა.
ტოკიოსა და იაპონიის დედაქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მძლავრი, 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას იაპონიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით, "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
შავ ზღვაში ჩამოვარდნილი რუსული სამხედრო თვითმფრინავის მთავარი ჩანაწერის პოვნამ გამოამჟღავნა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ლაინერის ფრთების მოსაქნევებთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემა გახდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უარყოფს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრალდებას, საერთაშორისო კოალიციის მიერ “ისლამური სახელმწიფოს” მხარადჭერის შესახებ.
ინვესტორ უორენ ბაფეტის ფირმის Berkshire Hathaway –ის აქციები 20%–ით გაიზარდა, რაც დაეხმარა ბაფეტს თავისი პერსონალური სიმდიდრე 12.3 მილიარდი დოლარით გაეზარდა – უფრო მეტი თანხით, ვიდრე რომელიმე მილიარდერს შეერთებულ შტატებში. „ფორბსის“ გაანგარიშებით, The Oracle of Omaha ახლა 74.2 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულებისაა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ იგი მსოფლიოში სიმდიდრით მე–2 ადგილზე მყოფი პიროვნება იყოს და მხოლოდ ბილ გეითსს ჩამორჩებოდეს, რომელიც 84 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.
იაპონიის პრემიერ მინისტრი შინძო აბე პერლ ჰარბორზე შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ბაზას პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან ერთად ესტუმრა, პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკულ ბაზაზე იაპონიის თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას და პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა არასოდეს აწარმოებს ომს მომავალში.
ამერიკელი მსახიობი ქერი ფიშერი - ყველაზე კარგად ცნობილი „ვარსკვლავურ ომებში“ პრინცესა ლეიას როლით - 60 წლის ასაკში გულის მოულოდნელი გაჩერების შედეგად გარდაიცვალა.
პოლონელი მძღოლი ლუკასზ ურბანი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ეჭვმიტანილი ჯიჰადისტი მკვლელი ანის ამრი მისი სატვირთო ავტომანქანით ბერლინის საშობაო ბაზრობაზე შეიჭრებოდა. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ ისრაელის შესახებ პარასკევს, 23 დეკემბერს მიღებული რეზოლუცია შეაფასა, რომელიც ისრაელისაგან მოითხოვს ახალშენების მშენებლობის შეჩერებას და რომელზეც, როგორც „როიტერსი“ წერს, ტრამპი ვეტოს დადების ზეწოლას ახორციელებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.