მსოფლიო

შავ ზღვაში ჩამოვარდნილ რუსულ სამხედრო თვითმფრინავზე მყოფი 92-ივე ადამიანი დაიღუპა. „ტუ-154“-ის ბორტზე, რომელიც მოსკოვიდან სირიაში მიფრინავდა და საწვავის შესავსებად სოჭში დაშვების შემდეგ აფრენიდან 2 წუთში გაუჩინარდა რადარებიდან, წითელი არმიის გუნდის მომღერლები, მოცეკვავეები, ორკესტრის წევრები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას „როიტერსი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

ჩილეში მომხდარი მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ გამოაცხადეს. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.

სრულად...

გერმანიის სამხრეთში მდებარე ქალაქ აუგსბურგის საცხოვრებელი სახლებიდან 50 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს, რათა მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გაუვნებელყოფის ოპერაცია ჩატარდეს.

სრულად...

დედოფალი ელისაბედ მეორე ეკლესიაში ქრისტეშობის დღესთან დაკავშირებით გამართულ წირვას არ დასწრებია, რადგან იგი ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა მძიმე გრიპისაგან.

სრულად...

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ იგი გეგმავს დახუროს თავისი საქველმოქმედო ორგანიზაცია, თუმცა კი გამოძიება მისი საქმიანობის შესახებ გრძელდება.

სრულად...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი Ту-154 სოჭიდან აფრენის შემდეგ დაახლოებით 20 წუთში შავ ზღვაში ჩავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტოები ავრცელებენ. იგი მოსკოვიდან სირიაში მიფრინავდა და სოჭში, ადლერის აეროპორტში საწვავის შესავსებად დაეშვა. ავიალაინერის საძიებო საქმეში კრასნოდარის მხარისა და მეზობელი რეგიონების ყველა სამძებრო-სამაშველო სამსახური იყო ჩართული.  

 

სრულად...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი Ту-154 სოჭიდან აფრენის შემდეგ დაახლოებით 20 წუთში შავ ზღვაში ჩავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტოები ავრცელებენ. იგი მოსკოვიდან სირიაში მიფრინავდა და სოჭში, ადლერის აეროპორტში საწვავის შესავსებად დაეშვა.

სრულად...

შეერთებული შტატების ფედერალურმა ხელისუფლებამ გააფრთხილა ადგილობრივი სამართალდამცველი სტრუქტურები იმის თაობაზე, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები მოუწოდებენ მათ მიმართ თანაგრძნობით განწყობილებს თავს დაესხნენ არდადეგებზე ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებს შეერთებულ შტატებში, მათ შორის ეკლესიებს. ინფორმაციას „როიტერსი“ აშშ-ის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ქვეყნის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ხელმოწერილი კანონი საქართველოსთვის სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.

 

სრულად...

ჩრდილოეთ პოლუსზე ტემპერატურა დღეს შესაძლოა საშუალოზე 20 გრადუსით მაღალი იყოს, რაზეც მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს არის რეკორდის მომხსნელი თბილი მასების დასადგურება რეგიონში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი